пятница, 9 ноября 2018 г.

დებატ- კლუბის მუშაობა, გეგმა


















კლუბის  სახელწოდება:,,ძველი  გონიერება,  ახალი  ცნობიერება“

 
    ძევრის  საჯარო  სკოლაში  შეიქნა  დებატ-კლუბი  ,,ძველი  გონიერება,  ახალი  ცნობიერება“,  რომლის  შექმნის  იდეაა-შექმნას  დებატისათვის  ხელსაყრელი  გარემო.მიზანი- 1) სკოლაში  მონაცვლეობის  პრინციპით  დაგროვდეს  დებატის  მცოდნე  ბავშვების  დიდი  კონტიგენტი.  2)დებატ-კლუბში  სურვილით  გაერთიანებული  მოსწავლეები,  იცნობდნენ  თავიანთ  უფლებებს  და  მოვალეობებს.  3)იცნობდნენ  თავიანთი  ქვეყნის  კულტურულ  მემკვიდრეობას  და  სხვადასხვა  აქტივობების  გამოყენებით  დაეუფლონ  საკუთარი  აზრის  გამოხატვის,სამოქალაქო  საზოგადოებაში  მონაწილეობის  უნარ- ჩვევებს.





სასწავლო    აქტივობები
    სწავლის  პროცესში  მოხდება  ლიდერის  თვისებების  გამოკვეთა,ამავე  დროს  დიდი  ყურადრება  მიექცევა  ინიციატივის  გამოჩენის,  საპირისპირო  აზრის  მოსმენის,საკუთარი  აზრის  მკაფიოდ  და  არგუმენტირებულად  გადმოცემის  და მის  მიმართ  პატივისცემის  უნარის  ჩამოყალიბებას.
   აქტივობები  დაგეგმილია  იმგვარად,რომ მთელი  სასწავლო  და  შემოქმედებითი  პროცესი  გამოყენებადი  გახდეს  სამომავლო  გამოცდილების  სფეროში.თვითეული  მეცადინეობების  და  აქტივობების  შემდეგ  მოხდება  მოკლე  მიმოხილვა  და  მონიტორინგი.





                                       კლუბის   სამუშაო  გეგმა

თემის  დასახელება
შესრულების  დრო
რესურსი
შენიშვნ



1
ორგანიზაციული საკითხები
ა)კლუბის ლიდერ ბავშვებთან შეხვედრა საქმიანი სტსტრატეგიების გათვლა და გადანაწილება დროში.
ბ) ეთიკის კოდექსის და შიდა განაწესის გაცნობა.
გ)სამუშაო გეგმის გაცნობა დაწარდგენა დასამტკიცებლად



ოქტომბერი
სამუშაო საქაღალდე კალმისტარი ფანქარი თაბახის ფურცელი



2

საქმიანობის სტრატეგიის გათვლა და გადანაწილება დროში
ა) მიმართულებების დაგეგმვა, სამუშაო სქემის შექმნა.
ბ) მეზობელი საჯარო სკოლების სტატისტიკის გაცნობა.
გ) დებატ-რლუბის შეკრებისათვის მზადება


ნოემბერი
მარკერი ფლიფჩარტ სტიკერები თაბახის ფურცლები




3
დემოკრატია მისი პრინციპები და ნაკლოვანებები
ა) დემოკრატიის უპირატესობები და საფრთხეები.
ბ) პრაქტიკული სამუშაო - „მე პოლიტიკოსი და ჩემი ქვეყანა“ (ირცევენ ერთ-ერთ ქვეყანას და აკეთებენ ამ ქვეყნისა და საქართველოს შედარებით დახასიათებას)
გ) პრაქტიკული სამუშაო - შეხვედრა დისკუსია არასრულწლოვანთა ინსპექციის წარმომადგენელთან შ.ს. რაიონულ განყოფილებაში



დეკემბერი


კალმისტარი თაბახის ფურცლები



4
დებატი, დებატის პრინციპები, კულტურა და მიმდინარეობა
ა) დებატის ტრენინგის მასალების მომზადება.
ბ) ტრენინგის გეგმისა და გრაფიკის დამტკიცება.


იანვარი
მარკერი თაბახის ფურცლები სტიკერები




5
დებატის ჩემპიონატის თემატიკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადება
ა)კონკურსის ჟიურის შერჩევა.
ბ) არსებული თემატიკის დაზუსტება.
გ) კონკურსის შედეგების შეჯამება.


თებერვალი

მარკერი ფლიფჩარტ სტიკერები




6
პერსონალური ურთიერთობებისა და კვლევის სამყაროში
ა) ვინ ვარ მე?
ბ) ჩემი ოჯახი
გ) ჩემი რაიონი
დ) ჩემი ოცნებები
     



მარტი


კალმისტარი თაბახის ფურცლები

7
დებატების ჩემპიონატი
აპრილი




8
პროექტის შეჯამება, პრეზენტაცია
ა) გამარჯვებულთა დაჯილდოვება
ბ) საპრეზენტაციო მასალის გაგზავნა სამიზნე სკოლებისათვის
გ) წლის შედეგების შეჯამება


მაისი

კომპიუტერი პროექტორი






    1)  შეხვედრა

     ა)    მოვახდინე  კლუბის  ლიდერ  მოსწავლეებთან  შეხვედრა, შეხვედრაზე  განვიხილეთ  ორგანიზაციული  საკითხები .მათ  შორის  ყურადღება  გავამახვილეთ იმ  სტრატეგიებზე,რომლის  განხორციელებაც  გვიწევს აგრეთვე  მოვახდინეთ  სტრატეგიების  გადანაწილება  დროში.


                                       




ბ)    მოსწავლეებს  გავაცანი   ეთიკის  კოდექსი  და  შიდაგანაწესი.მათ  გამოთქვეს  თავიანთი   აზრი,   რომ  ეთიკის  კოდექსის  დაცვა  ყველას  მოეთხოვება,მითუმეტეს    თუ  კლუბის  წევრი  ხარ.  შიდაგანაწესის  გაცნობას   დებატ-კლუბის  წევრები  პოზიტიურად  შეხვდნენ.



             


გ)      მოსწავლეებს  გავაცანი  დებატ-კლუბის  სამუშაო  გეგმა.მოვახდინეთ  გეგმის  ყველა  საკითხის  ღრმად  გაანალიზება,განხილვა,გეგმაში  კორექტირების  შეტანა.სრულყოფილი  გეგმა  წარვადგინრთ  დასამტკიცებლად.                                   


                                        


2)  შეხვედრა

         ა)მოსწავლეებთან  ერთად მოვახდინეთ  მიმართულებების  დაგეგმვა და  სამუშაო  სქემის  შექმნა.მოსწავლეებმა  თავიანთი  შეხედულებებით შექმნეს  სამუშაო  სქემა,რომელიც გაწერილია  დებატ-კლუბის  გეგმის  შესაბამისად.








       ბ)  სამუშაო  შეხვედრაზე  კიდევ  ერთხელ  გავეცანით  და  გავაანალიზეთ მეზობელი  საჯარო  სკოლების  სტატისტიკა.დავაზუსტეთ  დებატებში  მონაწილე  სკოლები  და  საბოლოოდ  განვსაზღვრეთ  მათთან  შეხვედრების  დრო.

                                             




       გ)  მოსწავლეებთან  ერთად  მოვახდინეთ    დებატ-კლუბის   შეკრებისათვის  მზადება. გავეცანით  კიდევ  ერთხელ  ინსტრუქციას,ჩვენს  უფლებებს  და  მოვამზადეთ  შესაბამისი  თემები . განვიხილეთ  ჩვენი  შესაძლებლობები  და  გამოვთქვით  მზადყოფნა  შეხვედრისათვის.                 








3)  შეხვედრა
        ა)  განვიხილეთ  დემოკრატია  და  მისი  პრინციპები,  ნაკლოვანებები .ვისაუბრეთ  დემოკრატიაზე,  მის  უპირატესობებზე ,ყურადღება  გავამახვილეთ  ადამიანთა  დამოკიდებულებებზე  დემოკრატიაზე .წარმოვადგინეთ  დემოკრატიის  საფრთხეები და  თავიდან  აცილების  გზები.
                                                           






      ბ)  პრაქტიკული  სამუშაო-,,მე  პოლიტიკოსი  და  ჩემი  ქვეყანა".   მოსწავლეებმა  აირჩიეს  ერთ-ერთი  ქვეყანა,,გერმანია" და  მოახდინეს  ამ  ქვეყნის  საქართველოსთან  შედარება. აღნიშნეს  გერმანელი  ხალხის  პუნქტუალობა, შედარება  მოახდინეს  გერმანიისა  და  საქართველოს  ტრადიციების.
                                             







      გ)   პრაქტიკული  სამუშაო-შეხვედრა  დისკუსია  არასრულწლოვანთა  ინსპექციის  წარმომადგენელთან   შ.ს  რაიონულ  განყოფილებაში.  მოსწავლეები  შეხვდნენ  შს რაიონული  განყოფილების  ინსპექტორს,  სადაც  გაიმართა  საინტერესო  დისკუსია.  მოსწავლეებმა  დაუსვეს  შეკითხვები  მათთვის  გაუგებარ  საკითხებზე,მან  სრულად  გასცა  პასუხები  ყოველ  დასმულ  კითხვას.

                                           





4)  შეხვედრა   
            ა) მოსწავლეებთან  ერთად  მოვახდინე  დებატების  პრინციპებზე  კულტურასა  და  მიმდინარეობებზე  საუბარი.გავაანალიზეთ    და  დავიწყეთ  დებატის  ტრენინგის  მასალების  მომზადება.







           ბ)   შეხვედრაზე   გავაანალიზეთ  ტრენინგის  მასალები, შევადგინეთ  ტრენინგის  საბოლოო  გეგმა  და  მოვახდინეთ  ტრენინგის  გრაფიკის  განსაზღვრა.  წარმოვადგინეთ გეგმა  და  გრაფიკი  საბოლოო  სახით  დასამტკიცებლად. 










          5)  შეხვედრა

                   ა)  გამოვაცხადეთ  ჩემპიონატის     თემატიკის   შესარჩევი  კონკურსი.  მოვახდინეთ  კონკურსის   ჟიურის  შერჩევა.





                 ბ) მოსწავლეებთან  ერთად  მოვახდინე  თემატიკის  კიდევ  უფრო   დაზუსტება  და  დახვეწა,გავითვალისწინეთ  არსებული  შენიშვნები.




            გ) მოვახდინე  მოსწავლეებთან  ერთად   კონკურსის  შედეგების  შეჯამება,გამოვავლინეთ  მონაწილე  მოსწავლეები.

 



            6)  მოსწავლეების  უშუალო  ხელმძღვანელობით  განვახორციელეთ  კვლევები:,,ვინ  ვარ  მე"  ,,ჩემი  ოჯახი" ,,ჩემი რაიონი" ,,ჩემი  ოცნებები"  მოსწავლეებმა  გამოკითხეს  ანკეტების  საშუალებით  საზოგადოება.




         7)  მოსწავლეთა მონაწილეობით  მოვაწყვეთ დებატების ჩემპიონატი. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს ნახევარფინალში გამარჯვებულმა  გუნდებმა. ჩემპიონატმა  ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების  ვითარებაში ჩატარდა.




   
      8) ჩემპიონატის ჩატარების  შემდეგ მოვახდინეთ გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება, სადაც გულთბილად მიულოცეს  ერთმანეთს წარმატებები. გადავაგზავნეთ  საპრეზენტაციო  მასალა სამიზნე  სკოლაში.მოვახდინე  წლის  შედეგების  შეჯამება.













Комментариев нет:

Отправить комментарий