კლუბის დასახელება
,,ბუნების პატარა ქომაგები“
მოსწავლეთა სახლთან
არსებული ძევრის საჯარო
სკოლის ნორჩ ეკოლოგთა
კლუბი: ,,ბუნების პატარა ქომაგები“.
სტატუსი
მოგვენიჭა იმის გამო, რომ აქტიურად
ჩართული ვართ ყველა აქტივობაში და გაკვეთილების ციკლის ,,სტუმრად ეკო-კლუბში“
როგორც პირველი სტუმრები.
ვსარგებლობთ ,,ცენტრის“ ეკო-კლუბის ლოგოთი.
ჩვენი კლუბის მიზანია:
გარემოდაცვითი ცნობიერების ამაღლება
და ბავშობიდანვე
გარემოზე პოზიტიური ზემოქმედების
უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განმტკიცება.
იდეაა: მოზარდმა იცხოვროს
სუფთა გარემოში და თვითონ შექმნას ჯანსაღი
ატმოსფერო,როგორც სასკოლო სივრცეში ასევე ბუნების
წიაღშიც.
კლუბის სამუშაო
გეგმა
თემის დასახელება
|
შესრულების დრო
|
რესურსი
|
შენიშვნა
|
საორგანიზციო საკითხების
სრულყოფა
ა)2018-2019სასწ.წლის სამუშაო პროგრამის გაცნობა
ბ)27 სექტემბერი-ტურიზმის მსოფლიო დღეა.აქციების ღონისძიებების დაგეგმვა ჯგუფთან
ერთად
|
სექტემბერი
|
ფლიფჩარტი მარკერი სანაგვე პარკები ხელთათმანი
|
|
2) ა)შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი უსაფთხოების
წესების გაცნობა
ბ) როლური თამაში ,,ვინ უკეთ იცნობს“
|
ოქტომბერი
|
სხვადასხვაგვარი
ფოთლები
|
|
3) როლური თამაში,,შევაბიჯოთ ახალ სამყაროში“
ბ)დისკუსია-,,ვინ კარგად იქცევა ვინ ცუდად“
|
ნოემბერი
|
ადამიანური რესურსები
|
|
4 ) ა) ლიტერატურული
კონკურსი:,,ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო“
ბ)ქართული სამზარეულოს ხიბლი(მზადება ბარბარობისათვის)
|
დეკემბერი
|
თაბახის ფურცლები
კალამი
ადამიანური რესურსი
|
|
5) ა) ფორმატების შექმნა ბუნების თემაზე
ბ)თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისათვის
მზადება-გაცნობა
|
იანვარი
|
ფლიფჩარტი
მარკერი
|
|
6) ა) ჩიტმა ჩიორამაო საძირკველი ჩადგაო“ ბუნება
იღვიძებს
ბ)სიცოცხლის ოთხი ქსელი
|
თებერვალი
|
ეკრანი პროექტორი
|
|
7) ა) იაკობ გოგებაშვილი:,,ბუნების
ცოდნა კაცობრიობის ბედნიერებაა“
ბ) პატარების ,,
ფორუმი“ -ბუნების კანონები
|
მარტი
|
მარკერები
სავარჯიშოები
|
|
8) ა) ფილმების ჩვენება განხილვა
ბ)22 აპრილი-დედამიწის მსოფლიო დღეა ,,მწვანე ღიმილი
|
აპრილი
|
კომპიუტერი
პროექტორი
|
|
9) ა)22მაისი ბიომრავალფეროვნების დღეა
ბ)სტუმრად,,ეკო-კლუბში“
|
მაისი
|
ადამიანური რესურსი
|
|
10) ა) 5 ივნისი
გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
,,მე და სამყარო“-ასფალტზე ხატვა.
|
ივნისი
|
ფერადი ცარცები
ადამიანური რესურსი
|
1 შეხვედრა -
მოსწავლეებს გავაცანი 2018-2019 სასწავლო წლის სამუშაო გეგმა.მათ გამოიჩინეს ინტერესი, გავითვალისწინე მოსწავლეთა სურვილები და მომდევნო აქტივობები მათი ინტერესების მიხედვით დავგეგმე.
1) შეხვედრა
27 სექტემბერი ტურიზმის მსოფლიო დღეა.მოსწავლეები ეწვივნენ მათი სკოლის მიმდებარედ არსებულ საგვარჯილეს გამოქვაბულს. მოისმინეს ინფორმაცია და მოაწყვეს დასუფთავების აქცია.დაასუფთავეს გამქვაბულის მიმდებარე ტერიტორია.ეს იყო პატარების პირველი ერთობლივი აქცია.
2) შეხვედრა მოსწავლეებს გავაცანი შინაგანაწესი, გავაცანი უსაფრთხოების წესები მათ ყურადღებით მოისმინეს ინფორმაცია და გამოთქვეს საკუთარი აზრები,რომ რაიმე უსაფრთხოების შემთხვევაში მზად არიან თავდაცვისათვის. აგრეთვე შევქმენით საკუთარი ეთიკის კოდექსი.
2) შეხვედრა მოსწავლეებს გავაცანი სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ფოთლები.მოვახდინე მათი ინდიფიკაცია. ამის შემდეგ ჩავატარეთ როლური თამაში ,,ვინ უკეთ იცნობს". მოსწავლეებმა მოახდინეს მცენარეთა ფოთლების ამოცნობა.
3) შეხვედრა. მოსწავლეებს გავაცანი ეკო-კლუბის მისია. გარემოს დაცის აუცილებლობის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია.ამით გაუმდიდრდათ გარემოს დაცვითი უნარ-ჩვევები,დაიხვეწა და შესაბამისად რეალობაში მოქმედებენ სიტუაციის შესაბამისად.
3) შეხვედრა მოსწავლეებს გავაცანი ბუნებაში ქცევის წესები,პოზიტიური და ნეგატიური სვლები. სასკოლო ექსკურსიების დროს ეკოლოგიურ კულტურას ვინ როგორ ამჟღავნებს. პოზიტიურია ის ვინც მიირთვა და ნარჩენები შაგროვა და ახლომდებარე ურნაში მოათავსა,ხოლო ნეგატიური ვინც დაანაგვიანა.
4) შეხვედრა მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: ბუნებაში მცხოვრები ცოცხალი არსებების პირით მოგვითხრონ პატარ-პატარა ამბები. გაითავისონ ცხოველების მდგომარეობა,მატი თავდაცვის ინსტიქტები. მაგ: როდესაც ტყეში ჩნდება ხანძარი თუ როგორ გადაირჩენენ ისინი თავს. მოვაწყვეთ ლიტერატურული კონკურსი ,,ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო"
4) შეხვედრა გაკვეთილების ციკლში სტუმრად ეკო-კლუბში მიმდინარეობის დროს მოვიწვიეთ ,,ცენტრის" კულინართა კლუბის პედაგოგი , რომელმაც სახელდახელოდ პატარებთან ერთად გაითამაშა სუფრის სერვისებისა და ასორტების დამზადების მარტივი ხერხები,რასაც ხალისით შეხვდნენ მოსწავლეები.
5) შეხვედრა ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით მოვახდინე სახასიათო ფორმატების მომზადება და ამის შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს აღნიშნულ თემაზე,,ქაღალდი არ არის ნაგავი"-პრეზენტაცია.მოსწავლეებმა დიდი სიხარულით მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ თემაზე მუშაობაში.
5) შეხვედრა მოსწავლეებს გავაცანი თერჯოლის ტურისტული რესურსები:
რელიგიური ტურიზმი : გოგნი და დედახვთისა
ისტორიული ტურიზმი: სკანდის ციხე, მუზეუმები
სპელეოლოგიური ტურიზმი: ნავენახევი, ძევრის მღვიმე
აგროტურიზმი: ნორჩ აგრონომთა კლუბის საცდელი ნაკვეთი
6) შეხვედრა მოსწავლეებს გავაცანი ფრინველთა ბუდობის სეზონისათვის მზადება. ვესაუბრე,რომელი ფრინველი სად იკეთებს ბუდეს. აუხსენი გადამფრენ ფრინველთა ჩვენთან მოფრენის დროებზე.მოვახდინეთ მოთხრობის განხილვას.
6) შეხვედრა მოსწავლეებს ვესაუბრე წელიწადის ოთხ დროზე. მათ თავისებურებებზე . კლასი გავყავი ოთხ ჯგუფად, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვითეული წელიწადის დრო თავიანთი შემოქმედებით.თავიანთი შთაბეჭდილებები წარმოადგინეს ფლიფჩარტზე.
7) შეხვედრა მოსწავლეებს გავაცანი იაკობ გოგებაშვილის გამონათქვამი ,,ბუნების ცოდნა კაცობრიობის ბედნიერებაა"მართლაც ბუნების კანონების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია. ამიტომ ბუნების ქომაგის ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ,,შვლის ნუკრის ნაამბობის"ინსცენირება . წარმოადგინეს თოჯინების თეატრი.
7) შეხვედრა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შევახსენე ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობა,რომ ბუნების კანონებს ყველა უნდა ვემორჩილებოდეთ. მათ ვთავაზობ სადისკუსიო თემას,,აბინძურებს თუ არა გარემოს რომელიმე თქვენთვის ცნობილი დაწესებულება" მოსწავლეები მსჯელობენ პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენებზე.
8) ა) მოვახდინეთ მოსწავლეთა მონაწილეობით ფილმის ჩვენება. დაინტერესება ძალიან მაღალი იყო,მოვაწყვეთ ფილმის გარჩევა.მოსწავლეებმა გამოთქვეს საინტერესო წინადადებები.
ბ) 22აპრილი დედამიწის დღეა-მოსწავლეთა ძალებით მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა,,მწვანე ღიმილი". მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები,სადაც იგრძნობოდა ეკოლოგიური კულტურის მაღალი დონე.
9) 22 მაისი ბიომრავალფეროვნების დღეა -მოსწავლეებმა დაათვალიერეს სოფელში არსებული ნაგავსაყრელი, დავსახეთ საჭირო ღონისძიებები პრობლემის გადასაჭრელად.
ბ) მოვაწყვეთ გასვლა სტუმრად ,,ცენტრის" ეკო კლუბში,სადაც აქტიურად ვართ ჩართული კლუბის საქმიანობაში.კლუბში გვქონდა საინტერესო და საქმიანი შეხვედრა სადაც დავგეგმეთ ერთობლივი ღონისძიებები.
10) 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა- ჩავატარეთ ასფალტზე ხატვა ,,მე და სამყარო".მოსწავლეებმა შეასრულეს საინტერესო ნამუშევრები ბუნების თემაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий