пятница, 5 апреля 2019 г.

რესურსი "მუყაოს თოჯინა"




                                                   
                                                                რეფლექსია
         მოსწავლეთა  საგაკვეთილო  პროცესში  ჩართულობისა  და  მოტივაციის  გაზრდის  მიზნით  შევქმენი  რესურსი  ქართული  ენის  გაკვეთილისათვის  თემაზე: ,, მუყაოს  დათუჩა“  ჩემს  მიერ  შექმნილი  რესურსის  მიზანი  იყო  დავხმარებოდი  მოსწავლეებს ტექსტის  უკეთ  გაგება- გააზრებაში,პერსონაჟის  დახასიათებაში  და  თავიანთი  დამოკიდებულების  გამოხათვაში.შემოქმედებითი  უნარის  განვითარებაში.
          მიზანი: მოსწავლეები  გაეცნობიან  საბავშვო  ტექსტს,, მუყაოს  დათუჩა“,დაასახელებენ პერსონაჟს,გამოხატავენ  თავიანთ  დამოკიდებულებას.
         ესგ  სტანდარტი:
   ქართ (I)9. მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  წაკითხული  ტექსტის  მიმართ  პირადი  დამოკიდებულების  გამოხატვა და  ახსნა.ტექსტის თემის/ანმასში  განხილული კონკრეთული     საკითხების  შეფასება.
     . აფასებს  მხატრული  ნაწარმოების   პერსონაჟის  საქციელს.
      . გამოხატავს თავის  დამოკიდებულებას  ნაწარმოებში გამოხატული  პერსონაჟისადმი.
       .ახელებს  წაკითხული  ტექსტის  შესაბამისი  თემატიკის   მულტფილმს, საბავშვო        
         ფილმს,ასახელებს  მსგავსს/განსხვავებულ  ადგილებს
    ამ  რესურსების  მიზანია,რომ  საკითხის  გააზრება უფრო  სახალისო  და  საინტერესო    გავხადოთ. რესურსის  დახმარებით  მოსწავლეები  ეცნობიან  პერსონაჟებს,რომელთა  მოდელებიც  შევქმენი. შექმნილი  რესურსით მოვაწყვე  თოჯინების  თეატრი.მოსწავლეები  რესურსების  დახმარებით ღებულობენ მრავალფეროვან  ინფორმაციას პერსონაჟზე,სადაც  მას  ხელითაც  ეხებიან  და  უფრო  გამოხატავენ პერსონაჟთან  სიახლოვეს.რესურსის  გამოყენება  ხელს  უწყებს  მასალის  სიღრმისეულ  წვდომასა და ხანგრძლივ  დამახსოვრებას.ყოველივე  ეს  უფრო  ეფექტურსა  და ხალისიანს  ხდის  სასწავლო  პროცესს.

       ჩემს  მიერ  შექმნილი  რესურსი  გამოადგებათ  ჩემს  კოლეგებს   ქართულის ხელოვნების, უცხო ენის  გაკვეთილებზე,რაც საუკეთესო  სტრატეგიაა  სწავლა-სწავლების  პროცესის  ეფექტურად  წარმართვისათვის.


среда, 3 апреля 2019 г.

პროექტი "გადაარჩინე შენი მომავალი




 





პროექტის დასახელება:“გადაარჩინე შენი მომავალი“
პროექტის  აქტუალობა:  პროექტი  აქტუალურია,რადგან დღეს ეკოლოგიური პრობლემები  მწვავედ დგას.დაბინძურებულია  ეკო-გარემო,
არაჯანსაღია  და დაბინძურებული გარემო  კი  უარყოფითად  მოქმედებს ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.
                  .   დაწყებითი კლასებიდან შევასწავლოთ  მოსწავლეებს  ეკოლოგიური 
                     კულტურის  უნარ-ჩვევები.
              .  მოსწავლეებს  გამოუმუშაოთ  პოზიტიური  და  ნეგატიური  სვლები.

ბუნ.II.3.მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  ორგანიზმისათვის  გარემოს   მნიშვნელობაზე  მსჯელობა  
. ეფუძვნება  პირად მოსაზრებებს  ან  დაკვირვების  შედეგებს დასმულ  კითხვებზე  პასუხის  გასაცემად.
   . ამოიცნობს  და  აღწერს,ახარისხებს სხეულებს.                                                               
სამიზნე  ჯგუფი : მე-2  კლასის  მოსწავლეები. სულ  მონაწილეობს 13  მოსწავლე.  სსსმ  მოსწავლე  არა.
ვადები: 1 თვე
მოსალოდნელი  შედეგი: აღნიშნული 
პროექტით მოსწავლეები  შეიძენენ  საინტერესო 
                                  ინფორმაციას  მცენარეთა  შესახებ  და  მათ  როლს  ადამიანის  ჯანმრ-
                                  თელობისათვის,მცენარეთა  მოვლა-პატრონობაზე. განუვითარდებათ
                                  თანამშრომლობის  უნარ-ჩვევები,ჯგუფური  მუშაობის  უნარები  და
                                  გამოუმუშავდებათ  გარემო  დაცვითი  ჩვევები.


პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  გეგმა,  მცენარეებისა  და   ყვავილების  ნერგები,თოხი,ბარი,მაკრატელი, ხელთათმანები,  ფოტოაპარატი,კომპიუტერი  პროექტორი.
პროექტის  მსვლელობა:  პროექტი  დაყოფილია  3  ნაწილად:
1)      დაგეგმვა
2)  ძირითადი  სამუშაოები
3)   მოვლა-პატრონობა
კავშირი  საგნობრივ ჯგუფთან:  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებთან,ეროვნული  სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებული.1-ჯგუფი  იმუშავებს დაგეგმაზე,თუ როგორ  უნდა  დავგეგმოთ სამუშაოები, მე-2 ჯგუფი  იმუშავებს ზირითად  სამუშაოების  ორგანიზებაზე,ხოლო  მე-3  ჯგუფი  კი მცენარეთა  მოვლა-პატრონობაზე.მოაწყობენ  პრეზენტაციას.
 აქტიობები:  1)დასუფთავების   აქჯციის  დაგეგმვა  და  მართვა.
                       2)ოთახის  მცენარეთა  მოვლა
                       3) ნერგების  დარგვა
                       4) სტუმრად  ეკო-კლუბში
                       5) 21 მარტი  ტყის  საერთაშორისო  დღეა
                       6) ვიკვებოთ  ჯანსაღი  საკვებით
                       7) პრეზენტაცია
პროექტის  ხელმძღვანელი:მარინე  ბოგვერაძე
ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა: marinebogveradze@gmail.com


ამოცანები
აქტივობები
დრო
რესურსი
ბიუჯეტი
ამოცანის  შედეგი
მიზნის  დასახვა და დაგეგმვა
მოსწავლეების მონაწილეობით ვახდენთ დასუფთავების  აქციის  დაგეგმვას  და  მის  მართვას


1 -კვირა
ოთახის  მცენარეები,ხელთათმანები,პარკი,
ნერგები

მოსწავლეებმა მოაწყვეს  დასუფთავების  აქცია  სკოლის  ტერიტორიაზე.
დარგეს ყვავილების ნერგები ,გადარგეს  ოთახის  მცენარეები.
ძირითად სამუშაოების ჩატარება
მოვახდინეთ  მოსწავლეთა  ძალებით  ძირითადი სამუშაოების შესრულება

II კვირა

მცენარეთა  ნერგები,თოხი,ბარი ხელთათმანები

მოსწავლეებმა  დარგეს  სკოლის  ტერიტორიაზე  მცენარეთა  ნერგები .ვესტუმრეთ  ეკო-კლუბს  სადაც მოისმინეს მინი-ლექცია.
მოვლა-პატრონობა
მოსწავლეები  ინტენსიურად  აგრძელებენ მცენარეთა  მოვლას

III კვირა
ფლიფჩარტი,მარკერები,ფოტო-
აპარატი

მოსწავლეებმა ტყის  საერთაშორისო  დღესთან  დაკავშირებით გააკეთეს პლაკატები  და  მოაწყვეს გამოფენა.აგრეთვმოე მოვისმინეთ მინი-ლექცია თუ  როგორ  უნდა  ვიკვებოთ  ჯანსაღი  პროდუქტებით.
პრეზენტაციის მოწყობა
მოსწავლეებმა  მასწავლებლის  დახმარებით მოვაწყვეთ პრეზენტაცია

IV
კვირა
კომპიუტერი, პროექტორი

პრეზენტაციაზე  გაიმართა  საინტერესო დისკუსია ეკოლოგიასთან  დაკავშირებით

სასწავლო პროექტის რეფლექსია
განვახორციელე სასწავლო პროექტი მე-2 კლასში. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა 1 თვეს.
პროექტის დასახელება: „გადაარჩინე შენი მომავალი“
მიზანი: ვასწავლოთ  მოსწავლეებს  დაბინძურებული  გარემოს  მოვლა  და  მზრუნველობა.
            .   დაწყებითი კლასებიდან შევასწავლოთ  მოსწავლეებს  ეკოლოგიური 
               კულტურის  უნარ-ჩვევები.
            .  მოსწავლეებს  გამოუმუშაოთ  პოზიტიური  და  ნეგატიური  სვლები.
პროექტის შედეგად: აღნიშნული პროექტით მოსწავლეები  შეიძენენ  საინტერესო 
            ინფორმაციას  მცენარეთა  შესახებ  და  მათ  როლს  ადამიანის  ჯანმრ-
            თელობისათვის,მცენარეთა  მოვლა-პატრონობაზე. განუვითარდებათ
            თანამშრომლობის  უნარ-ჩვევები,ჯგუფური  მუშაობის  უნარები  და
            გამოუმუშავდებათ  გარემო  დაცვითი  ჩვევები.

დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
ჯგუფში თანამშრომლობა შედგა
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ, ისინი ყოველ აქტივობას განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებოდნენ.ცდილობდნენ არ დაერღვიათ ვადები
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას.ისინი დაკავებული იყვნენ კვირაში ორი დღე,გაკვეთილების შემდეგ ინტერესით ცდილობდნენ ყოველი აქტივობისათვის რესურსის მოძიებას,ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს,თანამშრომლობდნენ.
ქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი
მოსწავლეები ყოველ დავალებას განსაკუთრებული ინტერესით ასრულებდნენ.აღსანიშნავია მათი სტუმრობა ეკო კლუბში,სადაც ინტერესით ადევნებდნენ თვალს მასპინძლების შეხვედრასა და მათ საუბარს
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწვლეები
პასიური მოსწავლე არცერთი არ იყო
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
პროექტმა მათზე დადებითად იმოქმედა.გახდნენ თავდაჯერებულები,მსჯელობენ გამართულად,გაიზარდა მათი მოტივაცია.აღნიშნავენ რომ კიდევ უნდათ ასეთ პროექტებში მონაწილეობა.


პროექტის „გადარჩინე შენი მომავალი“
შეფასება
კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
შენიშვნა
პრობლემა.რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული




მიზანი. რამდენად კონკრეტული,მიღწევადი,ნათელი და გაზომვადია




ამოცანები.რამდენად შეესაბამება თვითეული ამოცანა პროექტის მიზანს.




განხორციელების გზები.რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას,რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები,არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.




შედეგი.რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგი