пятница, 5 апреля 2019 г.

რესურსი "მუყაოს თოჯინა"




                                                   
                                                                რეფლექსია
         მოსწავლეთა  საგაკვეთილო  პროცესში  ჩართულობისა  და  მოტივაციის  გაზრდის  მიზნით  შევქმენი  რესურსი  ქართული  ენის  გაკვეთილისათვის  თემაზე: ,, მუყაოს  დათუჩა“  ჩემს  მიერ  შექმნილი  რესურსის  მიზანი  იყო  დავხმარებოდი  მოსწავლეებს ტექსტის  უკეთ  გაგება- გააზრებაში,პერსონაჟის  დახასიათებაში  და  თავიანთი  დამოკიდებულების  გამოხათვაში.შემოქმედებითი  უნარის  განვითარებაში.
          მიზანი: მოსწავლეები  გაეცნობიან  საბავშვო  ტექსტს,, მუყაოს  დათუჩა“,დაასახელებენ პერსონაჟს,გამოხატავენ  თავიანთ  დამოკიდებულებას.
         ესგ  სტანდარტი:
   ქართ (I)9. მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  წაკითხული  ტექსტის  მიმართ  პირადი  დამოკიდებულების  გამოხატვა და  ახსნა.ტექსტის თემის/ანმასში  განხილული კონკრეთული     საკითხების  შეფასება.
     . აფასებს  მხატრული  ნაწარმოების   პერსონაჟის  საქციელს.
      . გამოხატავს თავის  დამოკიდებულებას  ნაწარმოებში გამოხატული  პერსონაჟისადმი.
       .ახელებს  წაკითხული  ტექსტის  შესაბამისი  თემატიკის   მულტფილმს, საბავშვო        
         ფილმს,ასახელებს  მსგავსს/განსხვავებულ  ადგილებს
    ამ  რესურსების  მიზანია,რომ  საკითხის  გააზრება უფრო  სახალისო  და  საინტერესო    გავხადოთ. რესურსის  დახმარებით  მოსწავლეები  ეცნობიან  პერსონაჟებს,რომელთა  მოდელებიც  შევქმენი. შექმნილი  რესურსით მოვაწყვე  თოჯინების  თეატრი.მოსწავლეები  რესურსების  დახმარებით ღებულობენ მრავალფეროვან  ინფორმაციას პერსონაჟზე,სადაც  მას  ხელითაც  ეხებიან  და  უფრო  გამოხატავენ პერსონაჟთან  სიახლოვეს.რესურსის  გამოყენება  ხელს  უწყებს  მასალის  სიღრმისეულ  წვდომასა და ხანგრძლივ  დამახსოვრებას.ყოველივე  ეს  უფრო  ეფექტურსა  და ხალისიანს  ხდის  სასწავლო  პროცესს.

       ჩემს  მიერ  შექმნილი  რესურსი  გამოადგებათ  ჩემს  კოლეგებს   ქართულის ხელოვნების, უცხო ენის  გაკვეთილებზე,რაც საუკეთესო  სტრატეგიაა  სწავლა-სწავლების  პროცესის  ეფექტურად  წარმართვისათვის.


Комментариев нет:

Отправить комментарий